უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე განაცხადა, რომ რუსეთმაც უნდა იგრძნოს ომი.
„მადლობელი ვარ ყველა მეომრის, ყველა ჯარისკაცისა და მეთაურის, ვინც უზრუნველყოფს ჩვენი პოზიციების დაცვასა და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას. უკრაინელებმა იციან როგორ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ჩვენ არ ვირჩევთ ომში ჩვენი მიზნების მიღწევას. რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს რა გააკეთა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.