მხოლოდ რიტორიკით გამოირჩეოდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ამ დროს 100%-ით რუსეთის საქმეს აკეთებდნენ. სწორედ, ეს მოხდა აგვისტოს ომის დროს. რეჟიმი უნდა გასამართლდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს.
„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ ყველაფრის თავიდან აცილება შეიძლებოდა. თავიანთი უსამშობლო და მოღალატეობრივი რეჟიმის დროს და მოღვაწეობის დროს, უბრალოდ, მხოლოდ რიტორიკით გამოირჩეოდნენ რუსეთის წინააღმდეგ და ამ დროს 100%-ით რუსეთის საქმეს აკეთებდნენ. სწორედ, ეს მოხდა აგვისტოს ომის დროს და დღესაც აგრძელებენ 100%-ით რუსული საქმის კეთებას, თავისი დესტრუქციული ქმედებებით. ამ ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. სამართლებრივი სახელი უნდა დაერქვას და რეჟიმი უნდა გასამართლდეს. გასამართლდეს იმ დაღვრილი სისხლის გამო, იმ დევნილი ხალხის გამო და იმ სიმწრის გამო, რაც მათ ჩვენს ქვეყანას მოუტანეს 2012 წლამდე“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.