პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125კგ) წარმატებით გამოდის.
ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში შეჯიბრებაზე მეშვიდე ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი 9:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალის საგზურისთვის გენო პეტრიაშვილი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილს დაუპირისპირდება.
პეტრიაშვილის ძირითადი კონკურენტები ირანელი ამირ ზარე და თურქი ტაჰა აკგული ერთმანეთს მეორე ნახევარფინალში შეხვდებიან.
ნახევარფინალური შეხვედრები დღეს 20:15 საათიდან დაიწყება.
კომენტარები