რუსეთის ფედერაციის სამ ოლქში – კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის ოლქებში „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ შემოიღეს. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ რეჟიმი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის გადაწყვეტილებით ამოქმედდა.
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შესაბამის ზონაზე შესვლისას და გასვლისას დოკუმენტების შემოწმებას, კომუნიკაციების გათიშვას, ძალოვნების მიერ ტრანსპორტის რეკვიზიციას, ნებისმიერ შენობაში ძალოვნების შესვლის უფლებასა და სხვადასხვა ობიექტის გაძლიერებულ დაცვას გულისხმობს.
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის შემოღების მიზეზად „უკრაინის მხრიდან დივერსიულ-ტერორისტული საფრთხეები“ სახელდება.
კომენტარები