აშშ-ს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელმა ფეხბურთელებმა ბრაზილია 1:0 დაამარცხეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე მალორი სვანსონმა გაიტანა და აშშ-ს ქალთა გუნდს ისტორიაში მეხუთე ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
პარიზის ოლიმპიადაზე ქალთა ფეხბურთში ბრინჯაოს მედალი გერმანიამ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა შორის ფეხბურთში ოლიმპიური ჩემპიონი ესპანეთი გახდა, ვერცხლი საფრანგეთს დარჩა, ხოლო ბრინჯაო – მაროკოს.
კომენტარები