პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
„ემოციებს ვერ გეტყვით, მგონია სიზმარში ვარ – არ მჯერა. მადლობა გულშემატკივარს. მადლობა უფალს, რომ შევძელი – ღმერთის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა(125 კგ) პარიზის ოლიმპიადაზე ჩემპიონობა იზეიმა. ის ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა, მეტოქე ანგარიშით 10:9 დაამარცხა და კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი ოლიმპიური მედალია.
კომენტარები