რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კურსკის ოლქში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული თათბირი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კურსკის ოლქზე თავდასხმით უკრაინა ცდილობს სამომავლოდ გაიუმჯობესოს მოლაპარაკებებისთვის პოზიცია.
„რა სახის მოლაპარაკებებზე შეიძლება იყოს საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც განურჩევლად თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ან ცდილობენ შექმნან საფრთხე ბირთვული ენერგიის ობიექტებისთვის?“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა მტრის განდევნაა ქვეყნის ტერიტორიიდან.
კომენტარები