ტყუილი არის სააკაშვილის ცხოვრების წესი, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, საკუთარი ტყუილების გარშემო გააერთიანოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი.
„სააკაშვილი იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ მოწამლეს; იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ აწამებენ; იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ არ მკურნალობენ; იტყუებოდა მაშინაც, როდესაც ამბობდა, რომ შიმშილობდა. ყველა ფეხის ნაბიჯზე, როდესაც რაიმე კომუნიკაციის საშუალება მიეცემა ხოლმე, მაშინვე ტყუილების კორიანტელს აყენებს. სამწუხარო ერთი რამ არის, სააკაშვილი რომ იტყუება, ეს მისი სტილი და ხელწერაა, ამაში გასაკვირი არაფერია, სამწუხარო ის არის, რომ ქართული ე.წ ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ ტყუილის გარშემო არის გაერთიანებული და ცდილობენ, რომ ამ ტყუილის გარშემო ამყოფონ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ის რომ ამ შემთხვევაშიც იტყუებოდა, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა მის ცხოვრებაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.