ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, უკრაინას შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო სამართალი უკრაინას საშუალებას აძლევს დაიცვას თავი აგრესორის ტერიტორიაზეც კი. 2014 წლიდან რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა. თუ ჩვენ ვეძებთ სამართლიან მშვიდობას, გამოსავალი ყველა არმიის დაბრუნებაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები