„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სამშაბათს დილის ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა, – ინფორმაციას bnn.de ავრცელებს.
„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ის გავრცელებულ ცნობაში.
„კარლსრუეს“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი შესანიშნავად დაიწყო, პირველივე ტურში ჰეთთრიქი შეასრულა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ზივზივაძის მდგომარეობაზე სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
კომენტარები