Meta-ს დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა თავისი ცოლის პატივსაცემად მისი ქანდაკება შეუკვეთა და Instagram-ზე მისი ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.
სურათზე ხალათში ჩაცმული პრისცილა ჩანი თავისი ქანდაკების ფონზე პოზირებს. ცუკერბერგმა განმარტა, რომ ქანდაკება ამერიკელ ოსტატს დანიელ არშამს შეუკვეთა. „ვაბრუნებთ ცოლების პატივსაცემად ქანდაკებების შექმნის რომაულ ტრადიციას“, – დაწერა ცუკერბერგმა.
ძველ რომში ხშირად ქმნიდნენ ქანდაკებებს გარდაცვლილი ან მნიშვნელოვანი ნათესავების პატივსაცემად.
მარკ ცუკერბერგმა და პრისცილა ჩანმა ერთმანეთი სტუდენტურ წვეულებაზე 2003 წელს გაიცნეს, როცა ჰარვარდში სწავლობდნენ. წყვილი 2012 წელს დაქორწინდა. მათ 3 ქალიშვილი ჰყავთ – მაქსიმა, ავგუსტა და აურელია.
კომენტარები