როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაში არის, რაღაც განსაკუთრებული გლობალური გამოწვევები მშვიდობასთან, ტრადიციასთან მიმართებაში, მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ბათუმის დელეგატობის კანდიდატმა, არჩილ ბერიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, სურს, რომ პარლამენტში ბათუმის ხმას წარმოადგენდეს.
„ბათუმელებს კარგად ახსოვთ ჩემი გულწრფელი პროტესტი 2007 წელს 7 ნოემბრის უსამართლობასთან დაკავშირებით, როდესაც მაშინ ჩემს ბათუმელ სტუდენტებთან ერთად, პროტესტი გამოვხატე. რაღაც პირველი ნაბიჯები იყო ჩემი, პოლიტიკურ ცხოვრებაში და რატომ ახლა?- იმიტომ, რომ ახლა მომეცა ამის შანსი, რომ იმ დროს, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინაში არის, რაღაც განსაკუთრებული გლობალური გამოწვევები მშვიდობასთან, ტრადიციასთან მიმართებაში, მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო და პარლამენტში ვიყო ჩემი საყვარელი ქალაქის ხმა,“-განაცხადა არჩილ ბერიძემ.
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დელეგატების კანდიდატები, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა.