საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ალენ დელონის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ბატონი კლაინი თუ როკო, ლეოპარდი თუ სამურაი, ალენ დელონმა ლეგენდარული როლები შეასრულა და გააოცა მსოფლიო. თავისი დაუვიწყარი სახით მან ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. მელანქოლიური, პოპულარული, იდუმალი, ის ვარსკვლავზე მეტი იყო – ის ფრანგული ძეგლი იყო“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
88 წლის ასაკში ფრანგული კინოს ლეგენდარული მსახიობი ალენ დელონი გარდაიცვალა.
ოჯახის განცხადებით, მსახიობი ლუარის რეგიონში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სამი შვილისა და ოჯახის სხვა წევრების გარემოცვაში.
კომენტარები