ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი უკრაინაში ჩავა, იუწყება სააგენტო Reuters-ი ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
ეს იქნება მოდის პირველი ვიზიტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. ინდოეთის პრემიერის ვიზიტის დეტალები და ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი. სააგენტოს ცნობით, ამ თვეში მოდი აგრეთვე ჩინეთში ჩავა.
აღსანიშნავია, რომ მოდი ივლისში მოსკოვს სტუმრობდა. მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან გამართა შეხვედრა. მოგვიანებით ეს ვიზიტი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაფასა და განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ეს ნაბიჯი დიდი იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის დიდი დარტყმაა. ამის გამო ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარება მოუწიათ.
კომენტარები