მეფე ჩარლზ III გამოსახულებით ერთფუნტიანი მონეტა ბრიტანეთში, მიმოქცევაში ამ კვირიდან ჩაეშვება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, დაახლოებით სამი მილიონი მონეტა არის გამოშვებული და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბანკებში განთავსებული.
მონეტაზე თავად მეფეა გამოსახული, ხოლო მეორე მხარეს რამდენიმე ფუტკარია.
მეფე ჩარლზის მონეტის მიმოქცევაში ჩაშვებასთან ერთად, ელიზაბეტ მეორის გამოსახულების მქონე მონეტები გამოყენებაში კვლავ რჩება.
კომენტარები