სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა.
ირინა ენუქიძე 2007 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის 2015 წელს პრეზიდენტმა ის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.
2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.
სანდრო გირგვლიანის სასტიკად მკვლელობა იყო საქმე, რომელმაც ბიძგი მისცა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხილებას.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ამ უმძიმესი დანაშაულის დაფარვაში ჩართული იყო მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო და ხელისუფლების ყველა შტო.