დიდ ნაწილს კომპენსაციები მიღებული აქვს, შეთანხმებულია კომპენსაციების ოდენობაც, – განაცხადა კოროხნალისა და შუქრუთის მაღაროებში დასაქმებულების პროტესტის საკითხზე „ქრონიკასთან“ საუბრისას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.
„ეს არის ადამიანების გარკვეული ჯგუფის მიერ მოფიქრებული მართლსაწინააღმდეგო გზა, რომ ამგვარად, შანტაჟით, საწარმოს გადაკეტვით, მისი საქმიანობის ხელშეშლის გზით რამდენჯერმე მიიღონ კომპენსაცია“, – აღნიშნა ადვოკატმა.
კომენტარები