კურსკში ოპერაცია რთულად, თუმცა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სუმის ოლქზე მტრის შეტევის აღკვეთა იყო, რაც წარმატებით შესრულდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი კი, ზელენსკის განცხადებით, ტყვეთა ფონდის შევსებაა, რაც უკრაინას შესაძლებლობას აძლევს, რუსეთის ტყვეობაში მყოფი თანამემამულეები დაიბრუნოს.
კომენტარები