ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სერია ა-ს მიმდინარე სეზონის პირველ საშინაო მატჩში „ბოლონიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა მთელი თამაში შეუცვლელად ითამაშა. სწორედ მისი გადაცემით გახსნა ანგარიში ჯოვანი დი ლორენცომ პირველი ტაიმის მიწურულს. შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქის კარი თვითონ კვარაცხელიამ აიღო – მან გოლი 75-ე წუთზე გაიტანა და ახალდაბადებულ შვილს მიუძღვნა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში 94-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ გააფორმა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი კვარაცხელია დასახელდა.
კომენტარები