5 სექტემბერს, 20:00 საათზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მოლდოვას ბათუმში უმასპინძლებს, ამ თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ბილეთის ფასი 5 ლარია.
თამაშის დღეს სტადიონის კარი 18:00 საათზე გაიღება. ბილეთის შეძენა აუცილებელია ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2023 წლის 12 სექტემბერს კიშინეუს„ზიმბრუს“ სტადიონზე გაიმართა – საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ჯადული იობაშვილის მიერ გატანილი ბურთით 1:0 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 13 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ნიდერლანდებს (21 ქულა) ჩამორჩება, ხოლო შვედეთს სამი ქულით ასწრებს.
კომენტარები