ანა ჯაფარიძე პარატაეკვანდოში პარაოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ანა მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა.
პარასპორტსმენს მედალი ლეგენდარულმა მსახიობმა ჯეკი ჩანმა გადასცა.
ანა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში გვიზიარებს ვიდეო, სადაც ჯეკი ჩანი ქართველ სპორტსმენს შეჯიბრზე გასვლამდე თმას უსწორებს.
„ჯეკი ჩანი მისწორებს თმას პარაოლიმპიური თამაშების დაწყებამდე“, – წერს ანა ჯაფარიძე.
კომენტარები