საბოლოო ჯამში, მოჰბეზრდება ამ ერთიან კოლექტიურ ნაცპლატფორმას, რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი, „ენჯეოები“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ბუნებრივია, ისინი იქნებიან უძლური ქართველი ხალხის წინააღმდეგ, დაიღლებიან და მათაც მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ იკანონებს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის კომენტირებისას.
„საზოგადოებისთვის უკვე გასაგები გახდა, რომ მოსარჩელე მხარე წარმოდგენილია ძალიან მსუბუქი არგუმენტებით. კონსტიტუციის მე-11 მუხლთან დაკავშირებით მოგახსენეთ, მათ თავად მოუწიათ „ქართული ოცნების“ მიმართ ამ აბსურდული ბრალდების ამოღება, თითქოს ჩვენ ვარღვევდით კონსტიტუციის ამ მუხლს, თანასწორობის შესახებ.
კიდევ ბევრი აღიარება მოუწევს მოსარჩელე მხარეს. თქვენ ხედავთ, რომ ისინი ხელმძღვანელობენ არა სამართლებრივი არგუმენტებით, არამედ ბელეტრისტიკით და ჰყვებიან ათას მაგალითებს, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ ორ ფეხზე დადგნენ და ცალი ფეხით არიან მზად, რომ ემსახურონ სხვა ქვეყნებს და საკუთარ ქვეყანას არც გულით ემსახურებიან და არც გონებით. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, მოჰბეზრდება ამ ერთიან კოლექტიურ ნაცპლატფორმას, რომელსაც წარმოადგენს პრეზიდენტი, „ენჯეოები“ და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ბუნებრივია, იქნებიან უძლური ქართველი ხალხის წინააღმდეგ, დაიღლებიან და მათაც მოუწევთ შეგუება იმასთან, რომ ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ იკანონებს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.