ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია, ფარული კენჭისყრით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში, პროფესორი ლადო ჭანტურია 2018 წლიდან არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე, ხოლო 2023 წელს მეხუთე სექციის ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს.
კომენტარები