ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები ამაღამ გააგრძელებენ ძლიერ დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში.
„ისრაელის საჰაერო ძალები აგრძელებენ ოპერირებას სრული დატვირთვით და ამაღამ ასევე გააგრძელებენ ძლიერ დარტყმებს ახლო აღმოსავლეთში, როგორც ეს ხდებოდა გასული წლის განმავლობაში“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა.
ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
როგორც ისრაელის არმიაში აღნიშნეს, საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა.
აშშ ასევე მონაწილეობდა ისრაელის დაცვაში, როგორც ირანისგან მომავალი საფრთხის იდენტიფიცირებით, ასევე ზოგიერთი რაკეტის ჩამოგდებით.
კომენტარები