ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად მმართველი პარტიის მთავარი გზავნილის ირგვლივ ცნობილი ხელოვანები მოსახლეობასთან ერთად მარნეულსა და გურჯაანში გაერთიანდნენ. კარგად ნაცნობი რეპერტუარებით გურჯაანის მოსახლეობის წინაშე მარიკო ებრალიძე, გიორგი კელაპტრიშვილი, ცირა კობიაშვილი და ღამის შოუს ბენდი წარდგნენ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებას მარნეულმაც უმასპინძლა. ადგილობრივებისა და მუსიკოსების განცხადებით, მშვიდობიან გზას ევროპისაკენ ალტერნატივა არ აქვს და ისინი მმართველი გუნდის პოლიტიკას სრულად იზიარებენ. ადგილობრივების განწყობაზე ჯგუფმა „ბანმა“ და ბენდმა „მიქსტურამ“, ასევე, მომღერლებმა რომა რცხილაძემ, მარიამ მამისმედიშვილმა და მსახიობმა პაატა გულიაშვილმა იზრუნეს.
მხარდამჭერი ღონისძიება დღეს დედაქალაქში გაიმართება. ამჯერად მმართველი გუნდის მთავარ გზავნილებს გლდანის მოსახლეობა გაიზიარებს.