უკრაინაში პორკოვსკის მიმართულებით რთული ვითარებაა, რუსული ძალები მუდმივი შეტევების განხორციელებას ცდილობენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მე-11 მექანიზებული ბრიგადის წარმომადგენლის ივან სეკაჩის განცხადებით, მტრის ძალების მუდმივი შეტევები მიმდინარეობს პორკოვსკის რაიონის სოფლების – გორნიაკისა და სელოდოვოს მიმართულებით. იგი ასევე ამბობს, რომ უკრაინულ მხარეს აქ ბევრი დაჭრილი ჰყავს.
სეჩაკის მონაცემებით, რუსული მხარე ტექნიკასა და დიდი რაოდენობით ცოცხალ ძალას იყენებს.
პორკოვსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის სერგეი დობრიაკის მონაცემებით, პორკოვსკში 13 050 ადამიანი რჩება, მათ შორის 94 ბავშვი, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.
კომენტარები