გერმანია ლიბანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.
ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტორების განცხადებით, საევაკუაციო ფრენა Airbus A330-ით ხორციელდება, რომელიც მრავალეროვნულ და მრავალფუნქციური, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ფლოტს ეკუთვნის.
აღსანიშანვია, რომ ჯამში ლიბანიდან გერმანული სამხედრო ფრენებით დღეს 219 მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. ჯამში კი ევაკუირებული გერმანიის მოქალაქეების რაოდენობა 460-ს შეადგენს.
კომენტარები