პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან სოციალურ ქსელში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის შესახებ დაწერა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული კანონი არც ერთი ადამიანის უფლებას არ ზღუდავს.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ საქართველომ 2014 წელს, ამ ხელისუფლების პირობებში, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მიიღო. ჩვენ ვიცავთ მოზარდ თაობას, ახალგაზრდობას, ოჯახის უფლებებს. აქედან გამომდინარე ვიტყვი იმას, რომ მაგალითად, ამერიკის მთელ რიგ შტატებში სპეციალური კანონმდებლობებია მიღებული იმისთვის, რომ დაცული იყოს მოზარდების, ბავშვებისა და ოჯახის უფლებები ანალოგიურ კონტექსტში“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ჯიმ ო’ბრაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა: „შეშფოთებული ვარ ხელმოწერილი კანონმდებლობით, რომელიც თავისუფლებებს ზღუდავს და საქართველოს ევროპას აშორებს“.