მედიასააგენტო Reuters-ი ლიბანის უსაფრთხოების ორგანოების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალას პოტენციურ მემკვიდრე ჰაშიმ საფი ალ-დინთან კონტაქტზე გასვლა პარასკევის, 4 ოქტომბრის შემდეგ ვერ ხერხდება.
4 ოქტომბერს ამერიკულმა მედია Axios-მა ისრაელის სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 3 ოქტომბერს ბეირუთზე მიტანილი იერიშის სამზინე ჰაში საფი ალ-დინი იყო, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერში იმალებოდა.
ლიბანური წყაროები Reuters-თან ამბობენ, რომ იერიშის ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობას აგრძელებენ. ჰეზბოლას იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებია.
გასულ დღეებში ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას წევრებზე იერიშებისა და თავდასხმებს ახალი ტალღა დაიწყეს. თავდაპირველად დაჯგუფების წევრებს აუფეთქდათ პეიჯერები, რის შედეგადაც, სულ მცირე 12 მათგანი მოკვდა და რამდენიმე ასეული დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად განადგურებულია დაჯგუფების ლიდერთა ჯგუფი. 27 სექტემბერს დარტყმების შედეგად მოკვდა ჰეზბოლას მეთაური, ჰასან ნასრალა. ეს ჯგუფისთვის ბოლო ათწლეულებში უდიდესი დანაკარგებია. 1-ელ ოქტომბერს ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ლიმიტირებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ამავე დღეს ირანმა ისრაელზე იერიში 181 ბალისტიკური რაკეტით მიიტანა. ისრაელმა, აშშ-მ და რეგიონულმა პარტნიორებმა ობიექტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს. იერუსალიმი საპასუხო დარტყმისთვის ემზადება.