ისრაელი „ჰამასის“ მიერ თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით შესაძლო ტერორისტული აქტების გამო მზადყოფნაშია. განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ გააკეთა.
მისი თქმით, 7 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად ისრაელის თავდაცვის ძალები გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან.
„ჩვენ მზად ვართ ჩვენი გაძლიერებული ჯარით, რადგან სავარაუდოდ, ამ თარიღისთვის განხორციელდება ტერორისტული თავდასხმების მცდელობა“, – განაცხადა ჰაგარიმ.
კომენტარები