ისრაელის ღაზაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ინფორმაციას „სეიენენი“ პალესტინურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იერიში განხორციელდა მეჩეთზე, რომელიც მდებარეობს ალ-აქსასსაავადმყოფოს მახლობლად, დეირ ალ-ბალაჰში, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ განახორციელეს ზუსტი დარტყმა „ჰამასის“ ტერორისტებზე.
კომენტარები