ისრაელი ირანის სარაკეტო დარტყმებს უპასუხებს, – ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მისი თქმით, ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტებით ისტორიაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, ისრაელს კი სრული უფლება აქვს, რომ თეირანს შესაბამისი პასუხი გასცეს.
„ირანმა ჩვენი ტერიტორიისა და ქალაქების მიმართულებით ორჯერ გაუშვა ასობით რაკეტა. ეს იყო ისტორიაში ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთ თავდასხმას თავის ქალაქებსა და მოქალაქეებზე – არც ისრაელის სახელმწიფო შეეგუება. ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
კომენტარები