ლიგა 1-ის მეშვიდე ტურში „სენტ-ეტიენმა“ საკუთარ მოედანზე „ოსერი“ ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკით 3:1 დაამარცხა.
სამ გატანილ გოლს რომ სულაც თავი დავანებოთ, დავითაშვილი უბრალოდ შესანიშნავი იყო, დაფრინავდა მოედანზე და რა გასაკვირია, რომ ანალიტიკური საიტებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა: whoscored 10.0, sofascore 9.3, flashscore 9.1.
ერთი სიტყვით, ზურიკო საქართველოს ნაკრებში ჩინებული განწყობით ჩამოვა და მის გოლებს ეროვნულ გუნდში ველოდებით.
ეს რა იყო. ზურიკო -“ოსერი” 3:1 [VIDEO]
კომენტარები