ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრან იმპიჩმენტის პროცედურა და მოამზადონ ახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, “ტექნიკური მთავრობის” იდეით, სალომე ზურაბიშვილი და მის ქარტიაზე ხელმომწერი რადიკალურ ოპოზიცია, ქმნიან ძალიან საშიშ და მავნე პრეცედენტს, რომლითაც ცდილობენ კონსტიტუციის ველიდან გაიყვანონ უკვე მთელი ქვეყანა.
„ეს იქნება სალომე ზურაბიშვილისთვის ისეთი ტვირთი, რომელსაც ის ვერასდროს მოიცილებს, ისედაც განულებული პოლიტიკურად, უკვე მინუსებში გადავა. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ 1-წლიანი ე.წ. “ტექნიკური მთავრობის” აკვიატებული იდეით, ის და მის ქარტიაზე ხელმომწერი რადიკალურ ოპოზიცია, ქმნიან ძალიან საშიშ და მავნე პრეცედენტს, რომლითაც ცდილობენ კონსტიტუციის ველიდან გაიყვანონ უკვე მთელი ქვეყანა. ასეთი დამოკიდებულებით ქვეყნის კონსტიტუციასთან ამ პოლიტიკურ კლასტერს რამე ესაქმება ქართულ პოლიტიკაში?“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.