რუსეთმა ოდესის პორტი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. ერთ-ერთი რაკეტა სამოქალაქო გემს, OPTIMA-ს მოხვდა,- ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ოდესის საოლქო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ შეტევის შედეგად, 60 წლის უკრაინელი დაიღუპა, კიდევ 5 ადამიანი დაიჭრა.
„რუსეთის ტერორისტებს კვლავ სურდათ „ხორბლის დერეფნის“ მუშაობის შეფერხება“, – დაწერა კიპერმა ტელეგრამ არხზე.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ოდესის პორტში სამოქალაქო გემს უკვე მეორედ გაუხსნეს ცეცხლი. მისი თქმით, ამით სასურსათო უსაფრთხოებას, შეიძლება, პრობლემები შეექმნას და არასტაბილურობა გამოიწვიოს რეგიონებში, რომლებიც სურსათის იმპორტზე არიან დამოკიდებულები.
კომენტარები