ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგი თავმჯდომარე გახდება. ინფორმაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრება მშვიდობის შენარჩუნებას მივუძღვენი. ჩემთვის დიდი პატივია გავხდე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე, და ჩემი წვლილი შევიტანო „მშვიდობაში დიალოგის გზით“, – ნათქვამია სტოლტენბერგის განცხადებაში.
სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის რიგით 61-ე თავმჯდომარე იქნება. ის მოვალეობის შესრულებას 2025 წლის თებერვალში, კონფერენციის მორიგი სხდომის დროს შეუდგება.
კომენტარები