ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალ „მილტონის“ გამო, ქვეყნის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილ ვიზიტებს გადადებს.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქარიშხალ „მილტონის“ სავარაუდო ტრაექტორიისა და სიძლიერის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ბაიდენი გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილ ვიზიტებს სავარაუდოდ გადადებს და სტიქიურ უბედურებაზე საპასუხო ზომების მართვას ჩაუდგება სათავეში“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
კომენტარები