უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ, – განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ჩეხმა ევროპარლამენტარმა, ონდრჟეი დოსტალმა.
ჩეხმა ევროპარლამენტარმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს არჩევნებში ჩარევას.
„არჩევნების ჩატარებამდე არჩევნების შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენება, იმის თქმა, რომ თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არასწორია, ან თუ ოპოზიცია წააგებს ეს არასწორია, ეს არ არის ფარისევლობა? აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში. საქართველოს საქმეებში ჩარევის ნაცვლად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ქართველებმა უკეთ იციან თავიანთი ინტერესები, ვიდრე ჩვენ“, – დასძინა მან.
კომენტარები