უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ომის მოგებას ბრძოლის ველზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიცოცხლის გადასარჩენად დიალოგი და ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.
ორბანმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, არ დაელოდება ინაუგურაციას და დაიწყებს მუშაობას უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.
„ჩვენ უბრალოდ გვინდა დავარწმუნოთ ევროპელი ლიდერები შეცვალონ სტრატეგია [უკრაინასთან დაკავშირებით], რადგან არსებული სტრატეგია არ მუშაობს“, – აღნიშნა მან.
კომენტარები