ქარიშხალმა “მილტონმა” იუკატანის ნახევარკუნძულს გადაუარა. მნიშვნელოვნად დაზარალდა მექსიკის კუთვნილი ტერიტორია. სტიქიამ სახლები, გზები და ნავები დატბორა. მექსიკის მეტეოროლოგიური სამსახური იტყობინება, რომ კვლავ მოსალოდნელია ინტენსიური წვიმები და ქარი 200 კილომეტრი საათით სიჩქარით.
“მილტონი” ახლა აშშ-ში ფლორიდისკენ მიემართება, როგორც მე-5 კატეგორიის ქარიშხალი, რადგან სტიქიის მაქსიმალური სიჩქარე 270 კმ/სთ-მდე აღწევდა.
ოფიციალურმა პირებმა მილიონზე მეტ ადამიანს დაუყოვნებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდეს, ვიდრე ქარიშხალი ტამპას ყურის რაიონში მოხვდება.
კომენტარები