დონალდ ტრამპი აშშ-ის ხელისუფლებაში თუ დაბრუნდება, ჩვენ რამდენიმე ბოთლ შამპანურს გავხსნით, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორბანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის მიმართ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტრამპი გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობას, ინაუგურაციამდე დაიწყებს.
„დაუყოვნებლივ იმოქმედებს, ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპელმა ლიდერებმა, დრო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ დრო არ გვექნება. ამიტომ ჯერ ინტელექტუალურად, ფილოსოფიურად, შემდეგ კი, სტრატეგიულად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ორბანმა.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში „მშვიდობის შანსი“ შეიძლება გაიზარდოს.