უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებამ მესამე მსოფლიო ომის დაწყება შეიძლება გამოიწვიოს.
„ვფიქრობ, ვინც ამ საკითხზე საღი გონებით ფიქრობს, მას არ სურს ასეთი საფრთხის შექმნა. ამიტომ, უნგრეთის პოზიცია ნათელია: უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ეს არის ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობის პოზიცია დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დროს.
კომენტარები