გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ ისრაელმა სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს კატასტროფული მდგომარეობა ღაზის სექტორში.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ისრაელის მთავრობის ქმედებები დახმარების მიწოდების შეზღუდვის მიზნით გაამძაფრებს ტანჯვას.
„პირობები კატასტროფულია და კიდევ უფრო გაუარესდება, თუ დამატებითი ნაბიჯები არ გადაიდგმება“, – აღნიშნა ლინდა თომას-გრინფილდმა.
„ეს [სიტუაცია] უნდა შეიცვალოს. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯები ამისათვის“, – დასძინა მან.
კომენტარები