ჩვენს ამომრჩეველს კარგად ვიცნობთ და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ისინი კარავში შევიდნენ, თუმცა თუ გადაწყვეტენ, რომ აქციებში უნდა ვიყოთ, ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთას შევასრულებთ, – განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა.
მისივე თქმით, იქნებიან იქ, სადაც პარტია გახარია საქართველოსთვის“ ამომრჩევლები.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ როგორც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვეხმარებით ოპოზიციას, მათ შორის ვეხმარებით მტკიცებულებებით, იმ მტკიცებულებებით, რომლებიც ჩვენმა საარჩევნო გუნდმა მოიპოვა. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება, სადაც ჩვენი ამომრჩეველი ჩათვლის, რომ საჭიროა ყოფნა, რათა ჩვენ დავიცვათ ხმები და მოპარული ხმები უკან დავაბრუნოთ. ეს არის ახლა ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა. კარგად ვიცნობთ ჩვენს ამომრჩეველს და სიმართლე გითხრათ, არ მგონია, ჩვენი ამომრჩეველი კარავში შევიდეს. თუმცა ჩვენი ამომრჩეველი თუ გადაწყვეტს, რომ აქციებში უნდა ვიყოთ, ბუნებრივია, შევასრულებთ ჩვენი ამომრჩევლების დაკვეთას. ასე იყო წინაზეც, წინა აქციაზეც ჩვენ მივედით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.