ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას მედიასთან საუბრისას აფასებს:
“სიახლე არაფერი იყო, რასაც ყოველთვის ამბობს, ის მოვისმინეთ, თუმცა ვფიქრობდი, ვინაიდან პრეზიდენტი პარლამენტში მობრძანდებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრი, მთავრობა და დიპლომატიური კორპუსი იქნებოდნენ, ის უფრო მომზადებული იქნებოდა, თემებს უფრო ჩაუღმავდებოდა და უფრო ობიექტური იქნებოდა.
პრეზიდენტის გამოსვლაში მიმართულებები იყო, სადაც შეიძლება ითქვას, რომ მან მთავრობას კომპლიმენტებიც უთხრა, მაგრამ ყურადღება ეკონომიურ ნაწილზე იყო გამახვილებული და მის მოსაზრებებს არ ვეთანხმები,“ – განაცხადა კალაძემ.
კომენტარები