„სენტ ეტიენის“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ტოპ ლიგების ოქტომბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელი საუკეთესო თერთმეტეულში გამოცემა „სოფასქორის“ შეფასებით დაასახელეს.
დავითაშვილს გასულ თვეში 8,13 ქულა ერგო, რითაც ადგილი შეტევის მარცხენა ფლანგზე დაიკავა. ზურიკომ ოქტომბერში საფრანგეთის ლიგა ერთში 5 გოლის გატანა შეძლო.
კომენტარები