ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
” ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად აქციებზეც ვიქნებით წარმოდგენილი და მშვიდობიანი საპროტესტო ფორმით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. შეიძლება, ვიღაცას კარგად გამოსდის კარვებში შესვლა, იქ ყოფნა და იქ შევა, ჩვენ კი სხვა გზები გვაქვს და სხვა გზებით დავიცავთ მოქალაქეების არჩევანს“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
კომენტარები