ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია არა აშშ-ის არჩევნებზე, არამედ ჩვენზე, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ტუსკმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, მეტი ინვესტიცია ჩადონ თავდაცვის შესაძლებლობებში, ნაცვლად იმისა, რომ შეშფოთებული იყვნენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგებით ევროპის უსაფრთხოებისთვის.
„ზოგი ამბობს, რომ ევროპის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული, თუმცა ის, პირველ რიგში, ჩვენზეა დამოკიდებული; იმაზე, შეძლებს თუ არა ევროპა, ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს და დაიჯეროს საკუთარი ძალის“, – აცხადებს ტუსკი.
კომენტარები