სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში „სლოვანი“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, სტუმრად პოდ ბრეჟოვას შეხვდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 76-ე წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა და იმ დროისთვის ანგარიში 2-1 გახადა. კაშიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მიითვალა.
კომენტარები