ხვალიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
“ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები